spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უილსონი – ივანიშვილი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს

მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს, საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი და “მეგობარი აქტის” ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს.

„მივესალმები მომავალ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს. მე ამის შესახებ 2020 წელს განვუცხადე რესპუბლიკური კვლევის კომიტეტს. ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – წერს უილსონი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები