მადლობელი ვარ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) იზოლაციაში მოაქცია არალეგიტიმური “ქართული ოცნების” დელეგაცია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი წერს.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანა ასე უნდა მოიქცეს.
“მადლობელი ვარ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უარყო და იზოლაციაში მოაქცია არალეგიტიმური “ქართული ოცნების” დელეგაცია. ყველა ინსტიტუტმა და ქვეყანამ ეს უნდა ქნას! ერთადერთი გზა წინ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია”, – წერს უილსონი.
29 იანვარს PACE-მა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლებაა მოთხოვნილი.