ივანიშვილის ბრუტალური რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, – ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საჭიროა დაუყოვნებლივი სანქციები და ახალი არჩევნები.
“ივანიშვილის ბრუტალური რეჟიმი თავს დაესხა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. საკმარისია! საქართველო ეშვება კოშმარულ დიქტატურაში, რომელიც სრულად შეესაბამება აშშ-ის მოწინააღმდეგეებს. ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი სანქციები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”, – წერს ჯო უილსონი.