პუტინი მომიყვა, რომ დონალდ ტრამპს როდესაც ესროლეს, ეკლესიაში წავიდა და ლოცულობდა, რადგან ტრამპი მისი მეგობარი იყო, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვში მეორე ვიზიტის დროს პუტინმა გამოჩენილი რუს მხატვარს პრეზიდენტ ტრამპის პორტრეტი შეუკვეთა და სთხოვა, ტრამპისთვის გადაეცა.
“პუტინი მომიყვა, რომ დონალდ ტრამპს როდესაც ესროლეს, თავის ეკლესიაში წავიდა და ლოცულობდა ტრამპისთვის. არა იმიტომ, რომ ის იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეიძლებოდა გამხდარიყო, არამედ იმიტომ, რომ ტრამპი მისი მეგობარი იყო და მეგობრისთვის ლოცულობდა“, – განაცხადა უიტკოფმა.
უიტკოფმა აღნიშნა, რომ ეს ამბავი დონალდ ტრამპს უამბო და ნახატიც გადასცა.
“მე არ ვფიქრობ, რომ პუტინი ცუდი ადამიანია. ეს რთული სიტუაციაა, ომი და ყველა კომპონენტი, რამაც გამოიწვია ის. საქმე არასდროს არ არის ერთ ადამიანში. ვფიქრობ, ჩვენ გავერკვევით“, – განაცხადა უიტკოფმა.