spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

 

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ფინანსური დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევმა პირმა, ოფიციალური შემოსავლის წყაროს არარსებობის პირობებში, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, 2020-2021 წლებში შეიძინა სამი ძვირად ღირებული უძრავი ქონება, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია მოახდინა.

 

სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი უძრავი ქონება – ბათუმში მდებარე ორი ძვირად ღირებული საცხოვრებელი ბინა და კრწანისში მდებარე  მიწის ნაკვეთი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები