spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უხვმა ნალექმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. თოვლსა და წვიმას თან დაერთო ძლიერი ქარიც, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროსადენები, ქალაქის ტერიტორიაზე დაფიქსირდა წყალმოვარდნები, მოტყდა ხეები, დაზიანდა კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები და სპეცტექნიკა. იმ ადგილებზე, სადაც რთული ვითარებაა, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა.

 

ქალაქის მერი არსებულ ვითარებებს გაეცნო და შესაბამის სამსახურებს დაავალა, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს პრობლემების აღმოფხვრა.

 

გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია სამაშველო სამსახური და “ჯორჯიან მანგანეზის” სპეცტექნიკა.

 

მობილიზებულია “ენერგო-პრო ჯორჯიას” სპეციალური ბრიგადები. მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები