spot_img
spot_imgspot_img
spot_img

უკრაინა მზადაა, რუსეთისთვის “უსაფრთხოების გარანტიები” უზრუნველყოს – არახამია პირობებს ასახელებს

უკრაინას შეუძლია რუსეთს “უსაფრთხოების გარანტიები“ მისცეს, მაგრამ ამისთვის აგრესორმა ქვეყანამ მთელი რიგი პირობები უნდა შეასრულოს, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.

 

“უკრაინა მზადაა უზრუნველყოს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიები. ამისთვის საკმარისია: დატოვოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, გადაიხადოს რეპარაციები, დასაჯოს ყველა სამხედრო დამნაშავე, ნებაყოფლობით ჩააბაროს ბირთვული იარაღი”, – წერს არახამია.

 

მისივე თქმით, მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლია უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბროს.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა რუსეთისთვის ცალკე გარანტიებს უნდა შეიცავდეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები