spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ “საპრეზიდენტო არჩევნებს” გმობს და არ აღიარებს

უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ “საპრეზიდენტო არჩევნებს” გმობს და გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინა არ ცნობს აფხაზეთის ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნებს”.

“ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები