უკრაინა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შეთავაზება მივიღე, უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის საკითხი განვიხილო. პრესკონფერენციის შემდეგ, ამ საკითხს განვიხილავთ და არა მხოლოდ ამ საკითხს.
ასევე განვიხილავთ ქმედით ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან ესკალაციის საპასუხოდ“, – განაცხადა ზელენსკიმ.