spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს

უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს. უკრაინის მთავრობის მიერ ინიცირებული სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტა რუსეთს ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი დაუჯდება, – ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.

 

“რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს მინიმუმ 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყოველწლიურ შემოსავალს. ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი არ მიიღებს ამ თანხებს, ის ვერ გამოიყენებს მათ ომის დასაფინანსებლად. ჩვენ დღეს ეს იურიდიულად დავაფიქსირეთ, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა იულია სვირიდენკომ.

 

ამასთან, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, გაუქმდა შეთანხმება ბელარუსთან მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები