კიევი: უკრაინა უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს პოზიტიურ გამოცდილებას გაიმეორებს – ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ანდრეი ბუზაროვმა განუცხადა.
“საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 10 ათასმა ადამიანმა ისარგებლა ევროპასთან უვიზო მიმოსვლით. უნდა ველოდოთ, რომ უკრაინელებიც ასევე აქტიურად ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში”, – განაცხადა ბუზაროვმა.
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი 11 მაისს დაუჭირა.