14 ივნისს სამხედროების ცხედრების მორიგი გადაცემის ფარგლებში უკრაინაში 254 დამცველის ცხედარი დააბრუნეს, – ინფორმაციას სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
დაბრუნებულია 221 დამცველის ცხედარი დონეცკის მიმართულებიდან, 25 – ზაპოროჟიეს, 4 – ლუგანსკი და 4 რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე მორგებიდან.
ცხედრების იდენტიფიცირება ექსპერტიზის შედეგად მოხდება.
უკრაინაში 212 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი 31 მაისს დააბრუნეს, იქამდე კი, აპრილის ბოლოს, კიდევ 140 ცხედრის გადაცემა მოხდა.