spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინამ კიდევ 33 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა, კიევმა კიდევ 33 გმირის ცხედარი დაიბრუნა.

 

ინფორმაციას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

 

“ცხედრების გადაცემის შესახებ მოლაპარაკებების პროცესი მუდმივად გრძელდება. ჩვენ ერთად ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე დავუბრუნოთ დამცველების ცხედრები ოჯახებს, რათა მათ შეძლონ, დაღუპულებისთვის ღირსეული პატივის მიგება”, – განაცხადა ომბუდსმენმა ოლეგ კოტენკომ.

 

8 ნოემბერს უკრაინამ კიდევ 38 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა.

 

კომისიის მუშაობის დაწყებიდან დღემდე სულ 721 ცხედარია დაბრუნებული.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები