უკრაინამ რუს სამხედრო ტყვეებს სახლებში დარეკვა აუკრძალა. ეს ნაბიჯი გადაიდგა უკრაინელი დამცველების სიკვდილით დასჯის შემთხვევების გაზრდის საპასუხოდ, – ამის შესახებ ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.
“ღიად ვიტყვი, ჩვენ ვცვლით რაღაცებს, მაგალითად, იყო ბევრი დისკუსია იმის შესახებ, რუს სამხედრო ტყვეებს როგორ დაერეკათ რუსეთის ტერიტორიაზე თავიანთი ნათესავებისთვის. დღეისთვის რუსებს ჯერ კიდევ აქვთ წერილების მიწერის საშუალება, მაგრამ აღარ აქვთ სატელეფონო ზარის უფლება“, – განაცხადა ლუბინეცმა.
ლუბინეცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზარების განხორციელების აკრძალვა არ არღვევს ჟენევის კონვენციას. დოკუმენტი პატიმრებს მხოლოდ წერილების გაგზავნის საშუალებას აძლევს.
უკრაინაში დიდი ხანია, მიმდინარეობს მსჯელობა ტყვედ ჩავარდნილი რუსებისთვის ახლობლებთან დარეკვის აკრძალვის შესახებ. მანამდე შესაბამისი პეტიცია მთავრობის ვებგვერდზე გამოჩნდა. ავტორის ინიციატივა იყო ტყვეებისთვის პატიმრების ზარების აკრძალვა იქამდე, ვიდრე რუსეთი ტყვეობაში მყოფ უკრაინელებს რეგულარულად დარეკვის უფლებას არ მისცემდა.
თუმცა მთავრობამ უარყო ეს იდეა და როგორც განმარტა, რუსები იღებდნენ ინფორმაციას, რომ არ უნდა ეშინოდეთ დანებების.