კიევი: უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.
ქვეყანაში მოქმედი საომარი მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული აკრძალვა 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს შეეხებათ.
სასაზღვრო სამსახური გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ კონკრეტულ პირს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა „ჰუმანიტარული მიზნით“ ენდომება.
“უკრაინის გადაწყვეტილების მიზანია, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე „კერძო“ არმიის ფორმირება არ მოახდინოს, რომლებიც სინამდვილეში რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არიან. ჩვენ რუსეთს არ უნდა მივცეთ უკრაინაში იმ ოპერაციის განხორციელების საშუალება, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ 2014 წელს გეგმავდნენ”, – აცხადებს პოროშენკო.