spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან ასი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი გაათავისუფლა

უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმართა მორიგი გაცვლა მოხდა. 100 უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე სახლში დაბრუნდა.

 

ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

 

გათავისუფლებულებს შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები. მათგან 94 მარიუპოლის დამცველია, მათ შორის 63 აზოვსტალელი ჯარისკაცი. 

 

მისივე თქმით, ბევრს გმირს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.

 

რაც შეეხება გათავისუფლებულ სამოქალაქო პირს, ის ენერგოდარის მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკია, რომელიც რუსების ტყვეობაში 333 დღე იყო.

 

ომბუდსმენის დიმიტრი ლუბინეცის თქმით, თითოეული დაბრუნებული მიიღებს აუცილებელ სამედიცინო დახმარებას, გაივლის რეაბილიტაციას და შეძლებს საბუთებისა და საბანკო ბარათების აღდგენას.

 

მისივე თქმით, დღემდე უკრაინამ 1863 მოქალაქის დაბრუნება შეძლო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები