spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინამ შესაძლოა, 14 რუსი სამხედრო 45 უკრაინელ პოლიტპატიმარზე გაცვალოს

უკრაინამ შესაძლოა, რუსეთს 14 რუსი სამხედრო მოსამსახურე რუსეთის საპყრობილეებში მყოფი 45 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლების სანაცვლოდ გადასცეს, – ამის შესახებ Front News-ს დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ განუცხადა.

 

“უნდა გვესმოდეს, რომ არსებობენ სამხედრო ტყვეები და პოლიტიკური პატიმრები. უკრაინელი პოლიტპატიმარი 45 ადამიანია. ეს არ არის მხოლოდ რომან სუშენკო და მე, ეს 45 ადამიანი, ყირიმელი თათრები, ამჟამად ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე და რუსულ ციხეებში იმყოფებიან. ასევე გაათავისუფლეს სენცოვი, კარპიუკი, კოლჩენკო, კლიხა და სხვები. ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული, მათი სტატუსი საერთაშორისო ევროპულ სტრუქტურებშია დაფიქსირებული”, – განაცხადა სავჩენკომ.

 

მისივე თქმით, უკრაინელი პოლიტპატიმრები შესაძლოა, უკრაინაში დაკავებულ რუს სამხედრო მოსამსახურეებზე გაიცვალოს.

 

“პუტინი რა თქმა უნდა, პრეფენრეციებს მოითხოვს. მაგალითად, ჩემ სანაცვლოდ ის ყირიმში სახმელეთო გზას და კიდევ ბევრ რამეს მოითხოვდა. თუმცა შესაძლებელია, მხოლოდ პოლიტპატიმრის პოლიტპატიმარზე გაცვლა. ასევე შესაძლებელია უკრაინელების გაცვლა რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც აქ ზიან, ექსტრადაციით. დადასტურებულია, რომ ჩვენთან რუსეთის 14 მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც რუსეთის საკუთარ მოქალაქეებად აღიარებს, თითქმის ყველა მათგანი სამხედრო ან ყოფილი სამხედროა, სწორედ ამ მოქალაქეებზე უნდა მოხდეს უკრაინელი პოლიტპატიმრების გაცვლა”, – განაცხადა სავჩენკომ.

 

ნადეჟდა სავჩენკომ 21 ივნისს განაცხადა, რომ მინკსში ტყვეების გაცვლის თარიღი უნდა განისაზღვროს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები