spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინას 30-ზე მეტ ქვეყანაში ახალი ელჩები ეყოლება

უკრაინა შეცვლის ელჩებს რიგ ქვეყნებში, ასევე შეიცვლება ქვეყნის წარმომადგენელი გაეროში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

”დღეს, ჩვენმა დიპლომატიურმა გუნდმა დაამტკიცა ახალი ელჩების სია. მე დავთანხმდი 30-ზე მეტ გადაწყვეტილებას ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მომავალ დანიშვნებს შორის არის ნარიმან ჯელალი, რომელიც ახლახან დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან. ის თურქეთში  უკრაინის ელჩი იქნება.

კვლევითი ცენტრის “ახალი ევროპას” დამფუძნებელი და დირექტორი ალენა გეტმანჩუკი იქნება უკრაინის წარმომადგენელი ნატოში, უკრაინის ელჩი ბრაზილიაში ანდრეი მელნიკი იქნება უკრაინის წარმომადგენელი გაეროში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები