ბრიუსელი: უკრაინა და საქართველო შავ ზღვაში უსაფრთხოების გასამტკიცებლად წინსვლას განაგრძობენ, – ამის შესახებ უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაველ კლიმკინმა განაცხადა.
“უკრაინიდან საქართველოში გზა შავი ზღვაზე გადის. უკრაინასა და საქართველოს ნატო-სკენ მიმავალი ერთი გზა აქვთ, შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ჩვენ მეგობრებთან ერთად ნაბიჯების გადადგმას გავაგრძელებთ. ნატო-ს უკვე აქვს პარტნიორობისეფექტური მექანიზმი ბალტიის ზღვაში”, – განაცხადა კლიმკინმა.
ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის მხრიდნ უსაფრთხოების გამოწვევის კუთხით არსებული გამოწვევების ფართო სპექტრი განიხილეს.