უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ხვალ განახლდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
“მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური პაუზა ავიღეთ სამუშაო ქვეჯგუფებში დამატებითი მუშაობისა და ცალკეული განმარტებების დაზუსტებისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება“, – წერს მიხეილ პოდოლიაკი.
მოლაპარაკებები ონლაინრეჟიმში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.