უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის პოტენციური ზავის საფუძველი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“არსებობს მკაფიო პოზიცია, რომ პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის საფუძველი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. კერძოდ, განიხილება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მექანიზმების, როგორც უკრაინის არმიის უსაფრთხოების და გაძლიერების ერთ-ერთი გარანტიის ჩართვის შესაძლებლობა.
ცეცხლის შეწყვეტის დაწყება ტყვეების გაცვლით და ბავშვების დაბრუნებით უნდა დაიწყოს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც მოახდენს რუსეთის ნამდვილ ზრახვების დემონსტრირებას მშვიდობის კუთხით“, – აღნიშნულია განცხადებაში.