უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 394 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინფიცირებულთა შორის 117 ბავშვი და 213 მედიკოსია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 156 ადამიანი გარდაიცვალა, 11 457 გამოჯანმრთელდა, 833 კლინიკებში გადაიყვანეს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 1 223 879 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გარდაიცვალა 22 924 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 1 035 372