კიევი: უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში 30 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანება დაამტკიცა.
შესაბამისი გადაწყვეტილება უმაღლესმა რადამ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. მას მხარი 276 დეპუტატმა დაუჭირა.
კანონი ვრცელდება მხოლოდ ვინიცას, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის ოქლებისა და ქერჩის წყლის ტერიტორიის შიდა წყლებზე.
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, საომარი მდგომარეობის პერიოდში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდება.
“რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის არარსებობის შემთხვევაში, საომარი მდგომარეობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ყველა ბრალდება საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არის პოლიტიკური სპეკულაცია”, – განაცხადა ტურჩინოვმა.