spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინაში დაღუპული ჯონი ოდიშვილი მშობლიურ სოფელში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯონი ოდიშვილი მშობლიურ სოფელ ტყვიავში სამხედრო პატივით დაკრძალეს​. 

 

ოდიშვილი უკანასკნელ გზაზე ოჯახის წევრებმა, თანამებრძოლებმა და ადგილობრივებმა გააცილეს. 

 

არსებული ინფორმაციით, ოდიშვილი ბახმუტთან დაიჭრა. მას ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში მოხვდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

 

ის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეც იყო. 

 

ოდიშვილი კიდევ ერთ დაღუპულ ქართველ მებრძოლთან ერთად სამშობლოში 1 ივლისს ჩამოასვენეს.

 

უკრაინაში პუტინის ომს ამ დრომდე 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები