spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივის მისაგებად პარლამენტთან იგორი დოლგოვი მივიდა

საქართველოს პარლამენტთან, სადაც უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივის მისაგებად  პოლიტიკოსები და მოქალაქეები  არიან შეკრებილი, უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვიც მივიდა. 

 

მან გარდაცვლილი ჯარისკაცების სურათებთან გვირგვინი მიიტანა და მათ  ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო. 

 

უკრაინის ელჩმა ტერიტორია მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. 

 

გაწვევიდან ეს უკრაინის ელჩის პირველი  საჯარო  გამოჩენა იყო. 

 

უკრაინაში დაღუპული ქართველ მებრძოლების –  გია ბერუაშვილის და დავით რატიანის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები ამ დროისათვის მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები