spot_img
spot_imgspot_img
spot_img

უკრაინაში დაღუპული ზურაბ ოდიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. 

 

ზურაბ ოდიშვილის ცხედარს აეროპორტში ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ.

 

“ჩვენ არაერთი ისტორია მოგვისმენია უკრაინაში ქართველი ვაჟკაცების ბრძოლის შესახებ და ჩვენ ერთი რამ შეგვიძლია, რომ ვიამაყოთ, ყველას საკეთებელს ისინი აკეთებენ, ისინი იბრძვიან, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე უკრაინის თავისუფლებისთვის, ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული იყო ზურაბ ოდიშვილი, რომელზეც ბევრი ისტორია მოვისმინეთ იქ მებრძოლი ქართველებისგან და მისი კუთხიდანაც, ყაზბეგიდანაც. როგორც შეგვიძლია პატივი უნდა მივაგოთ მათ თავდადებას”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბოტკოველმა.

 

ზურაბ ოდიშვილი 43-ე ქართველი გმირია, რომელიც უკრაინაში პუტინის ომს შეეწირა. 

 

ის კავკასიური ლეგიონის წევრი იყო, რომელიც არაერთ ქიმიურ დაბომბვაში მოჰყვა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები