უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხვალ უკრაინაში ჩავლენ.
ამის შესახებ მან დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უკრაინისთვის იმ იარაღების მიწოდებას განიხილავს, რაც ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სჭირდება.