უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვასო ქარდავა დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ის 118-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულში მსახურობდა და სოლედარი-სივერსკის მიმართულებაზე იბრძოდა.
34 წლის ვასო ქარდავა რუსების საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან უკვე გადმოასვენეს.
ვასო ქარდავა აფხაზეთიდან დევნილი იყო და რუსეთ-უკრაინის ომში დაწყებიდანვე იბრძოდა.