spot_img
spot_imgspot_img
spot_img

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი გმირი დაიღუპა. გელა გოგია დონეცკის ოლქში იბრძოდა.

 

ჯარისკაცი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ქალაქ კრამატორსკში მიმდინარე შეტაკებებისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

 

უკრაინაში მყოფი მებრძოლების ინფორმაციით, 25 აგვისტოს, შეტაკებებისას დაიჭრა კიდევ 4 ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც სხვა დანაყოფის შემადგენლობაში იბრძოდნენ. დაიღუპა მათთან ერთად მებრძოლი აზერბაიჯანის მოქალაქე. 

 

დაღუპული ქართველი ჯარისკაცი მეომრებმა ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს. 

 

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ. საელჩო კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები