spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, – ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ავრცელებს.

 

“ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს, ქართული ლეგიონის მეომრები – ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ.

 

“ქართული ლეგიონი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. დიდება გმირებს!”, – წერს “ქართული ლეგიონი” სოციალურ ქსელში.

 

“ქართული ლეგიონის” დამფუძნებელი მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რომ ნოდარ ნასიროვს, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავს, უკრაინაში დაკრძალავენ, გიორგი გოგიაშვილს კი რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ.

 

“ქართული ლეგიონის რიგებში ირიცხებოდნენ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. სამწუხაროდ, ფრონტის ხაზზე მოხდა უბედური შემთხვევა. საბრძოლო მასალის გადატანის დროს ამოტრიალდა საბრძოლო მანქანა და ორივე მებრძოლი გარდაიცვალა. იყვნენ პროფესიონალი სამხედროები, კარგად გამოიჩინეს თავი, გლოვის დღეა “ქართულ ლეგიონში”.

 

ნოდარ ნასიროვის გადმოსვენებაზე შეთანხმდნენ მეუღლესთან. დაიკრძალება უკრაინაში, მეუღლე ჰყავს უკრაინელი, შვილის ჰყავს უკრაინაში და მეუღლემ მოითხოვა, რომ დაკრძალონ უკრაინაში. რაც შეეხება გიორგის, ექსპერტიზის შემდეგ იქნება გამომშვიდობება “ქართული ლეგიონის” ბაზაზე და შემდეგ გადმოასვენებენ საქართველოში”, – განაცხადა მამულაშვილმა.

 

უკრაინაში პუტინის ომს ორი წლის განმავლობაში 60-ზე მეტი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGeorgianNationalLegion%2Fposts%2Fpfbid02a6gkuB8PEHrs4uMS2oWcfoMXZ3KePKwT3L3EzWyJhgqwxRzq2CQHnSCr3DqEjyNil&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”680″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები