spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინაში მეგის ქარდავას საქმის მოსამართლე გარდაცვლილი იპოვეს

კიევში, საკუთარ სახლში მოსამართლე ვიტალი პისანეცი გარდაცვლილი იპოვეს.

 

უკრაინის პოლიცია მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

 

ცნობილია, რომ 53 წლის მოსამართლე  გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სტუმრებს მასპინძლობდა.

 

პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზების დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.

 

მოსამართლე პისანეცმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე განიხილა და  საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

 

მეგის ქარდავას ექსტრადირების შესახებ მორიგი პროცესი ხვალ, 13 სექტემბერს არის ჩანიშნული. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები