spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინაში ომის დროს კორუფცია შესაძლოა, სახელმწიფო ღალატს გაუთანაბრდეს

უკრაინაში კორუფცია შესაძლოა, სახელმწიფო ღალატს გაუთანაბრდეს, ეს ძალაში იქნება ქვეყანაში საომარი მდგომარეობის დასრულებამდე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“მე დასახული მაქვს ამოცანა. კანონმდებლებს შესთავაზებენ, ომის დროს კორუფცია სახელმწიფო ღალატთან გააიგივონ. მე მესმის, რომ ეს არ შეიძლება იყოს მუდმივი, მაგრამ ომის დროს, ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, არ იცის, დაუჭერენ თუ არა კანონმდებლები წინადადებას მხარს.

 

“დაუჭერენ თუ არა ამას კანონმდებლები მხარს, არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად შევთავაზებ“, – აღნიშნა მან.

 

ზელენსკის თქმით, პარლამენტი ამ წინადადებას მომავალ კვირას მიიღებს.

 

“შემდეგ უკვე თამაში პარლამენტის მხარეს იქნება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები