უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე წერს.
მისივე ცნობით, დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია გუშინ დაიღუპნენ.
“სამწუხაროდ, ორი ქართველი, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ. დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს”, – წერს ვანო ნადირაძე.