spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინაში ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაშია, რუსებმა უკვე ათობით რაკეტა გაუშვეს

უკრაინის ყველა ოლქში დილიდან ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაშია გამოცხადებული. კიევში და რიგ ოლქებში დაფიქსირდა აფეთქებები, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა.

 

ადგილობრივი დროით 08:28 საათიდან აფეთქებების ხმა იმის ზაპოროჟიეში, მიკოლაივში, ხარკოვში, ოდესაში, პოლტავაში, ივანო-ფრანკოვსკში, ჟიტომირში, კიევში.

 

კიევში ორი აფეთქება მოხდა, მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა.

 

ვიტალი კიმის თქმით, ერთი რაკეტა მოლდოვას საჰაერო სივრცეში გაფრინდა.

 

ხარკოვში ოკუპანტებმა კვლავ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

 

ოკუპანტებმა სამი რაკეტა ისროლეს ოდესის მიმართულებით. 

 

აფეთქებებია ვინიცაში, ლვოვში, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა.

 

რამდენიმე დარტყმა განხორციელდა მაღალი ძაბვის ინფრასტრუქტურის ობიექტზე. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებებია აღმოსავლეთ და დასავლეთ, სამხრეთ რაიონებში, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. შეფერხებებია მატარებლების განრიგში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები