spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინაში საქართველოს ელჩი დეოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მიკოლაევში და დეოკუპირებულ ხერსონში იმყოფებოდა.

 

ვიზიტის ფარგლებში გიორგი ზაქარაშვილი კოლეგებთან ერთად, გაეცნო ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას, ასევე შედგა შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სადაც უკრაინულმა მხარემ გააჟღერა ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და ომით დაზარალებული ოლქების, ასევე ოლქებში მცხოვრები პირების მიმდინარე/გადაუდებელი საჭიროებების შესახებ.

 

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრებისას, ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან უკრაინის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას. ასევე აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური ძალისხმევა როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული დახმარების კუთხით.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები