spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინაში საქართველოს ელჩი ხარკოვის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელს შეხვდა

უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი ქალაქ ხარკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხარკოვის საოლქო საბჭოს ხელმძღვანელს ტეტიანა ეგოროვა-ლუცენკოს შეხვდა.

 

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში ტეტიანა ეგოროვა-ლუცენკომ, გიორგი ზაქარაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერისთვის. 

 

“ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს მთავრობის მზადყოფნას განაგრძოს უკრაინის მაქსიმალური პოლიტიკური და ჰუმანიტარული თანადგომა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს რეგიონებსა და ხარკოვის რეგიონს შორის შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები”, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები