spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინაში სასწავლო ფრენის დროს ვერტმფრენი Mi-2 ჩამოვარდა

უნივერსიტეტის საავიაციო სასწავლო ბრიგადაში Mi-2 ვერტმფრენი ჩამოვარდა. ეს მოხდა სასწავლო ფრენის დროს, – ინფორმაციას ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტი ავრცელებს.

ვერტმფრენის ორკაციანი ეკიპაჟი დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე ამჟამად გამომძიებლები, ექსპერტები და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის სპეციალისტები მუშაობენ.

უნივერსიტეტისა და სამხედრო ნაწილის სარდლობაში განაცხადეს, რომ სრულ წვლილს შეიტანენ შემთხვევის დეტალური ანალიზისა და მომხდარის მიზეზების დადგენაში.

ეს პირველი შემთხვევა არ არის უნივერსიტეტში. გასულ თვეში ხარკოვის ეროვნული საჰაერო ძალების უნივერსიტეტის პირველი კურსის იუნკერი K-10 Swift თვითმფრინავით ტექნიკური სასწავლო ფრენის დროს დაიღუპა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები