უკრაინაში თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე დაინიშნა. ანა მალიარი ილარიონ პავლიუკმა შეცვალა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ახალი უფროსი გახდა.
“ახალი ამოცანები, ახალი ამბიციური მიმართულება, დიდი პასუხისმგებლობა. მადლობა თავდაცვის მინისტრს ჩემი და ჩემი გუნდის ნდობისთვის!“ – წერს პავლიუკი სოციალურ ქსელში.
პავლიუკი ანა მალიარის ადგილს დაიკავებს, რომელიც მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით 27 სექტემბერს თავდაცვის მინისტრის სხვა მოადგილეებთან ერთად გაათავისუფლეს.
ილარიონ პავლიუკი არის ჟურნალისტი, პროდიუსერი, მწერალი, მედია მენეჯერი და უკვე მთავარი დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ჯარისკაცი.
2015 წელს მან მონაწილეობა მიიღო რუსეთ-უკრაინის ომში მოხალისეთა ბატალიონის შემადგენლობაში. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, იგი საბრძოლველად გაემგზავრა უკრაინის სადაზვერვო ქვედანაყოფის შემადგენლობაში.