უკრაინელი ბიზნესმენისა და რადას დეპუტატის სერგეი ტარუტას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა, აზოვსტალის მახლობლად მდებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს.
მისივე ცნობით, ნანგრევებში 300-მდე ადამიანია მოყოლილი, მათ შორის ბავშვებიც.
“რუსმა რაშისტებმა ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს “აზოვსტალის” რაიონში, საავადმყოფოს ტერიტორიაზე. ჩემი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანია, მათ შორის ბავშვები. საავადმყოფოს გადარჩენილ ნაწილში დამცველები დაიჭრნენ და მარიუპოლის მცხოვრებლები ბავშვებთან ერთად იმალებოდნენ”, – წერს ტარუტა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Ftaruta%2Fposts%2F526804002146648&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”277″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>