spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა რუსეთის ტყვეობაში გარდაიცვალა

რუსი ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა გარდაიცვალა. მისი გაცვლა იგეგმებოდა, – ინფორმაციას სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელი პიოტრ იაცენკო და დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი ავრცელებენ.

”ჩვენ ჩავატარეთ შიდა გამოძიება და სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია დადასტურდა”, – აღნიშნა იაცენკომ.

მისი თქმით, უკრაინა მუშაობდა ჟურნალისტის რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებაზე. ამ პროცესის დროს ქალი ტაგანროგიდან მოსკოვში გადაიყვანეს.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ როშჩინა გაცვლის სიაში იყო.

“ყველაფერი კეთდებოდა მის დასაბრუნებლად, მიღწეული იყო წინასწარი შეთანხმება. ვიქტორია უახლოეს მომავალში უნდა დაბრუნებულიყო სახლში“, – აღნიშნა იუსოვმა.

მისი თქმით, ბოლო ცნობილი იყო, რომ ჟურნალისტი უკრაინაში დასაბრუნებლად მოსამზადებლად გადაჰყავდათ. ყველა სხვა ინფორმაცია ზუსტდება.

ჟურნალისტი 2023 წლის 3 აგვისტოს გაუჩინარდა. რუსეთმა მისი დაკავება 2024 წლის მაისში აღიარა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები