spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

უკრაინელმა მებრძოლებმა კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს

უკრაინელმა მებრძოლებმა კურსკის რაიონში ორი ჩრდილოეთ კორეელი დაატყვევეს. ამის გაკეთება ადვილი არ იყო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

“ჩვენმა მებრძოლებმა კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. ეს ის ორი სამხედროა, რომლებიც დაშავებულები გადარჩნენ და  კიევში გადაიყვანეს. ეს არ იყო ადვილი საქმე: როგორც წესი, რუსები და ჩრდილოეთ კორეელები ყველაფერს აკეთებენ, რათა თავიდან აიცილონ მტკიცებულება უკრაინის წინააღმდეგ ომში სხვა ქვეყნის მონაწილეობის შესახებ.

მადლობელი ვარ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების №84 ტაქტიკური ჯგუფის ჩვენი ჯარისკაცებისა და ჩვენი მედესანტეების, რომლებმაც ეს ორი ადამიანი ტყვედ აიყვანეს. ისევე როგორც ყველა ტყვეს, მათაც საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დავავალე, რომ ჟურნალისტებს ამ პატიმრებზე წვდომა მიეცეთ. მსოფლიომ უნდა იცოდეს სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები