უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 47 100 (+350) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 29.08-მდე: ტანკები – 1 947 (+5), ჯავშანტექნიკა – 4 269 (+12), საარტილერიო სისტემები – 1060 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 279 (+5).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 149 (+1), თვითმფრინავი – 234 (+0), ვერტმფრენები – 203 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 844 (+6), ფრთოსანი რაკეტები – 196 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 188 (+7), სპეციალური ტექნიკა – 101 (+2).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა ისევ დონეცკის მიმართულებით განიცადა.