უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის ტერიტორიიდან ნასროლი რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლის ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ეს არის რუსეთის და ბელარუსის მორიგი სამხედრო დანაშაული.
ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოში აცხადებენ, რომ ოკუპანტმა გასულ ღამეს დიდი დანაკარგი განიცადა.