უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 43 000 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 11.08-მდე: ტანკები – 1 846 (+14), ჯავშანტექნიკა – 4 100 (+14), საარტილერიო სისტემები – 974 (+3), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 261 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 134 (+1), თვითმფრინავი – 232 (+0), ვერტმფრენები – 193 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 772 (+6), საკრუიზო რაკეტები – 185 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 3 018 (+13), სპეციალური ტექნიკა – 90 (+1).
გენშტაბის ინფორმაციით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი დონეცკის მიმართულებით განიცადა.