უკრაინელმა სამხედროებმა 12 ივნისს დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს. ის ვოლნოვახის რაიონში მდებარეობს და 2022 წლის 11 მარტიდან ოკუპირებული იყო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი წერს.
“სახელმწიფო დროშა ისევ ფრიალებს სტოროჟევოზე და ასე იქნება ყველა დასახლებაში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას”, – წერს ის.
მისივე თქმით, დასახლება უკრაინის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 35-ე ცალკეულმა ბრიგადამ გაათავისუფლა, ონტრადმირალი მიხაილ ოსტროგრადსკი.
11 ივნისს ცნობილი გახდა დონეცკის ოლქის ერთდროულად სამი სოფლის გათავისუფლების შესახებ. სოფელი ბლაგოდატნოე გაათავისუფლეს სახმელეთო ჯარებმა, სოფელი ნესკუჩნოე – AREY UDA-ს მეშვიდე ცალკეული ბატალიონის ძალებმა. დეოკუპირებულია მაკარივკა.