დონეცკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის ვერტმფრენი Ka-52 გაანადგურეს.
“დონეცკის ოლქში, 08:00 საათზე, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი ვერტმფრენი Ka-52 გაანადგურა“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაში.
ორი რუსული სადაზვერვო და თავდასხმის ვერტმფრენი კა-52 უკრაინელმა სამხედროებმა ორ დღეში ჩამოაგდეს.