დონეცკის ოლქის კოსტიანტინივკასთან უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, საუბარია სავარაუდოდ, სუ-25-ზე, – ინფორმაციას კოსტიანტინივკასთან სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გორბუნოვი ავრცელებს.
“ნამსხვრევები ჩამოვარდა ქალაქში. დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი, მსხვერპლი და დაშავებული არ არის”, – განაცხადა გორბუნოვმა.
შემთხვევის ამსახველი ფოტოები და ვიდეო უკვე გავრცელდა.
ამასთან, თავდაცვის ძალებში არ გამორიცხავენ, რომ თვითმფრინავი თავად რუსებმა ჩამოაგდეს.