უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 41 500 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 04.08-მდე: ტანკები – 1 789 (+15), ჯავშანტექნიკა – 4 026 (+4), საარტილერიო სისტემები – 946 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 260 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 118 (+0), თვითმფრინავი – 223 (+0), ვერტმფრენები – 191 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 742 (+2), საკრუიზო რაკეტები – 182 (+2). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 960 (+38), სპეციალური ტექნიკა – 83 (+0).