ხარკოვის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ძლიერი დარტყმა მიაყენეს. განადგურდა 5 ტანკი, 10 ერთეული ჯავშანმანქანა (ქვეითი საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორი), ასევე დამპყრობელთა საზღვაო ქვეითთა კოლონა, – ინფორმაციას 81-ე საავიაციო ბრიგადა ავრცელებს.
“დადასტურებული ინფორმაციით, მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა: 5 ტანკი, 10 ჯავშანმანქანა (ქვეითი საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი) და ასამდე ცოცხალი ძალა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დღეის მდგომარეობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ოკუპანტევმა 20 300-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. ასევე განადგურებული 2000-ზე მეტი ჯავშანმანქანა.