110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა მორიგი რუსული სამხედრო თვითმფრინავი – სუ-25 გაანადგურეს. ინფორმაციას სამხედრო მოსამსახურე სერგეი ისაევი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მოიერიშე პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს.
როგორც ისაევი წერს, ეს რიგით მე-8 თვითმფრინავია, რომელიც ბრიგადამ ბოლო 20 დღის განმავლობაში გაანადგურა.